საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს. კოხრეიძის კანდიდატურას მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა დაუჭირა მხარი, ერთი ბიულეტენი გაბათილდა.

პირველი კენჭისყრის დროს გიორგი კოხრეიძემ ორი ხმა მიიღო, ერთი – ფირუზ ბოლქვაძემ, ერთი კი – მაია მერკვილაძემ.

მეორე ტურის შედეგებით კი, გამარჯვებული გიორგი კოხრეიძე გახდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდნენ დავით ჩხარტიშვილი, შოთა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, მაია მერკვილაძე, ლაშა ზარგინავა, გიორგი კოხრეიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ნათია ზოიძე, შოთა გუჯაბიძე.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის, გიგა ჩხარტიშვილის განცხადებით, აჭარის ტელევიზია და რადიო ხელმძღვანელის გარეშე იყო დარჩენილი, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნიდა, ამიტომ პროცესი უსასრულოდ ვერ გაჭიანურდებოდა.

„მე ოთხჯერ მოვუსმინე გიორგი კოხრეიძეს, მისი ხედვები ჩემთვის ყველაზე მისაღები აღმოჩნდა. გარდა ამისა, შვიდი თვის განმავლობაში ტელევიზიას არ ჰყავდა ხელმძღვანელი. პროცესი ბოლოს და ბოლოს უნდა დასრულებულიყო“, – აღნიშნა გიგა ჩხარტიშვილმა.

დატოვე კომენტარი