აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებმა პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატებმა პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღეს

აჭარის რადიოს შენობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. შესაბამისად, მეორე ტური დღესვე გაიმართება.

კენჭისყრის შედეგად, წარმოდგენილი რვა კანდიდატიდან ორი ხმა მერაბ წულუკიძემ, ერთი ხმა ბაჩო გურაბანიძემ, ერთი – ნათია ზოიძემ და ასევე, ერთი ხმა ირმა ზოიძემ მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობისთვის რვა კანდიდატი იბრძოდა. კანდიდატებმა ორი დღის განმავლობაში ბორდის წევრებს პრიორიტეტები და გეგმები წარუდგინეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს ბორდის წევრებმა უნდობლობა ერთი თვის წინ გამოუცხადეს და თანამდებობიდან გადააყენეს.