აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ხელახლა გამოცხადდება
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ხელახლა გამოცხადდება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ხელახლა გამოცხადდება, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გიგა ჩხარტიშვილმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

აჭარის სამეურვეო საბჭოს ტელევიზიის დირექტორი დღეს უნდა აერჩია. კონკურსში ხუთი კანდიდატი იყო რეგისტრირებული: გიორგი კოხრეიძე, აკაკი ბერიძე, ნათია თავდგირიძე, ირაკლი გიორგაძე და დავით ჩხარტიშვილი.

ამასთან, დღეს გიორგი კოხრეიძემ კანდიდატურა მოხსნა და  მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.

​საბჭოს სხდომაზე ოთხ კანდიდატს უყარეს კენჭი, მათგან მხოლოდ ერთმა, ნათია თავდგირიძემ მიიღო ერთი ხმა.

„წესის მიხედვით, თუ კანდიდატი ერთ ხმას მაინც დააგროვებს, იმართება მეორე ტური. თუმცა, მეორე ტურშიც ნათია თავდგირიძემ მიიღო ერთი ხმა. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამარჯვებული კანდიდატი გამოვლენილი არ არის. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების პროექტს კენჭი არ ეყრება და გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მრჩეველთა საბჭო იმსჯელებს ახალი კონკურსის გამოცხადებაზე“, – განაცხადა გიგა ჩხარტიშვილმა.