აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების მატება საყურადღებოა

აჭარაში ბოლო კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა, ამ მხრივ მაჩვენებელი საყურადღებოა, – ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გასულ კვირაში აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების გამო ცხრა საჯარო სკოლა დაიხურა, მათ შორის გუშინ სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ოთხი სკოლა ქობულეთში, ერთი კი ბათუმში.

ამასთან, როგორც ნონა ეფაძემ აღნიშნა, რეგიონში რამდენიმე საბავშვო ბაღია დახურული.

„ვხედავთ, რომ მატება შეინიშნება, რაც საყურადღებოა. ეს ნიშნავს, რომ ვირუსი ცირკულირებს. ამიტომ, ვიდრე ფართო გავრცელების ფაქტი დაფიქსირდება, მოსახლეობას მოვუწოდებ, მაქსიმალურად დაიცვას რეკომენდაციები“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.

ნონა ეფაძე მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებს.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აჭარაში დღემდე 1 300-მდე მოქალაქემ გაიკეთა.