აჭარის საკარანტინო ზონები კიდევ 100-მდე მოქალაქემ დატოვა

11:23, 20.05.2020

აჭარაში მოქმედი საკარანტინო ზონები კიდევ 100-მდე მოქალაქემ დატოვა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ რეგიონში იზოლაციის პერიოდი უკვე 6 272-მა პირმა გაიარა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1 118 პირი.

საკარანტინო ზონებში უცხოეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ათავსებენ. აჭარაში 27 საკარანტინო ზონა სასტუმროებშია მოწყობილი. აჭარის ბიუჯეტიდან სივრცეები შვიდი მილიონი ლარით დაფინანსდა.

მსგავსი