აჭარის საკარანტინო სივრცეში ოზურგეთიდან უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე გადაჰყავთ
აჭარის საკარანტინო სივრცეში ოზურგეთიდან უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე გადაჰყავთ

ოზურგეთიდან სპეციალური მანქანებით თურქმენეთის ექვსი მოქალაქე აჭარაში, საკარანტინო სივრცეში გადაჰყავთ.

არსებული ინფორმაციით, ოზურგეთში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში სამი მოქალაქე თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა მეზობლების მტკიცებით, ისინი იზოლაციის წესებს არღვევდნენ და ბინაში რეალურად არა სამი, არამედ ექვსი პირი ცხოვრობდა.

„ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ მეზობლების მომართვაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და საპატრულო პოლიციის დახმარებით, ექვსივე პირი გადაგვყავს აჭარაში, საკარანტინო სივრცეში“, – განაცხადა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოზურგეთის შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ.