აჭარის საკარანტინო სივრცეები 140-მა ადამიანმა დატოვა
აჭარის საკარანტინო სივრცეები 140-მა ადამიანმა დატოვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონის საკარანტინო სივრცეები კიდევ 140-მა პირმა დატოვა. საერთო ჯამში, მოქალაქეთა რაოდენობამ, რომლებმაც სავალდებულო იზოლაციის პერიოდი აჭარაში გაატარეს 6 126-ს მიაღწია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 1 142 პირი. საკარანტინო სივრცეებში უცხოეთიდან, ძირითადად კი თურქეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებს ათავსებენ.

აჭარაში საკარანტინო ზონა 27 სასტუმროშია მოწყობილი. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მათი ფუნქციონირებისთვის შვიდი მილიონი ლარია გამოყოფილი.

იზოლაციის პერიოდის დასრულების წინ ყველა მოქალაქეს უტარდება ტესტი.