აჭარის რეგიონში მოქმედი საკარანტინო ზონები უკვე 4300-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში მოქმედი საკარანტინო ზონები 4300-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე დატოვა, ამჟამად იზოლაციაში 1500 პირი რჩება.
უწყების ცნობით, საკარანტინო პერიოდის დასრულების შემდეგ, ყველა მოქალაქეს უტარდება ტესტირება. პარალელურად, ტესტირება ჩაუტარდება საკარანტინო ზონების პერსონალს.
საკარანტინო ზონების ფუნქციონირებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.