აჭარის რეგიონში კორონავირუსისგან 35 პაციენტი გამოჯანმრთელდა

11:33, 25.02.2021

აჭარის რეგიონში კორონავირუსისგან 35 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება ხუთი პაციენტი, ჯამში, კლინიკებში მკურნალობას გადის 115 პირი.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროს, იქ იმყოფება 69 პირი, ონლაინკლინიკაში კი, 126 პაციენტია მოთავსებული.

დღემდე, აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელებულია 35 509 პაციენტი.

მსგავსი