აჭარის რეგიონში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 284, გარდაიცვალა სამი პაციენტი

11:12, 28.12.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 284 პაციენტი. დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 30 691-ს შეადგენს.

მათივე ინფორმაციით, სამი პაციენტი გარდაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

დღეს კლინიკა დატოვა 41-მა პაციენტმა. კრიტიკულ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვიაზე იმყოფება 30 ინფიცირებული.

ამჟამად, რეგიონის მასშტაბით კლინიკაში მკურნალობს 479 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში – 497, ხოლო ონლაინ კლინიკაში  1410.

მსგავსი