აჭარის რეგიონში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:10, 11.01.2021

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 100 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არის 32 826.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 25-მა პაციენტმა.

კლინიკაში მკურნალობას გადის 363 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 278 პირი.

მსგავსი