აჭარის რეგიონში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:21, 02.12.2020

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 443 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის რეგიონში რეგისტრირებულია ინფიცირების 6 047 აქტიური შემთხვევა. 932 პაციენტი მკურნალობს კლინიკებში. მათგან 48 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა, 1 892 პირი იმყოფება კოვიდსასტუმროში, ბინაზე კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის კურსს გადის 3 217 ინფიცირებული.

აჭარაში „კოვიდ-19“ სულ 20 112-მა პაციენტმა დაამარცხა.

მსგავსი