აჭარის რეგიონში კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 506 პაციენტი

11:37, 08.12.2020

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აჭარაში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ სტაბილურად იკლო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 339 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც რამდენიმე დღეა, უფრო მეტია, ვიდრე ახალი შემთხვევები. დღევანდელი სტატისტიკის მიხედვით, გამოჯანმრთელდა 506 პაციენტი. სულ რეგიონში „კოვიდ-19“ უკვე დაამარცხა 23 024-მა ინფიცირებულმა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკებიდან დღეს 127 ინფიცირებული გაეწერა.

დღეისათვის კლინიკებში მკურნალობს 982 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 1 646, ბინაზე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კი, 3 233 ინფიცირებული რჩება.

აჭარაში მართვით სუნთქვაზე სულ 48 პაციენტია.

მსგავსი