აჭარის რეგიონში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 399 პაციენტი

12:18, 17.12.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 228 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 399 პაციენტი.

დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 27 143-ს შეადგენს.

დღეს კლინიკები დატოვა 87-მა პაციენტმა. ამ დროისთვის კლინიკაში მკურნალობს 782 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში – 1 080, ონლაინ კი – 2 628.

რეგიონის მასშტაბით 47 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად ფასდება, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

მსგავსი