აჭარის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

11:49, 26.02.2021

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 33 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექვსმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა კლინიკა დატოვა.

რეგიონში კრიტიკულად მძიმეა ხუთი კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარის კლინიკებში 112 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 54, ონლაინკლინიკაში – 126.

მსგავსი