აჭარის რეგიონში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:27, 28.02.2021

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

აჭარაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება სამი პაციენტი. ჯამში, კლინიკებში მკურნალობას გადის 115 პირი.

რაც შეეხება კოვიდსასტუმროს, იქ იმყოფება 48 პირი, ონლაინკლინიკაში კი 91 პაციენტია მოთავსებული.

დღემდე, აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელებულია 35 592 პაციენტი.

მსგავსი