აჭარის რეგიონში კორნავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა
აჭარის რეგიონში კორნავირუსით კიდევ შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 402 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო შვიდი პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა ასაკი 68-დან 90 წელია. შვიდიდან ორი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი კლინიკა „მედცენტრში“, თითო შემთხვევა კი, რეფერალურ საავადმყოფოში, კლინიკა „მედალფასა“ და საერთაშორისო ჰოსპიტალში დაფიქსირდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისთვის ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 6 729, სულ კი, კორონავირუსი რეგიონში დაამარცხა 16 328-მა პირმა.