აჭარის რეგიონში დღეს გამოკვლეული 50 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ბოლო საათების განმავლობაში, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს გამოკვლეული 50 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში გამოკვლეული 317-ივე პირის ანალიზის პასუხი უარყოფითია.
შესაბამისად, უცვლელია ინფიცირებულთა რაოდენობაც. კლინიკა „მედალფაში“ რჩება 35 პაციენტი.