აჭარის რეგიონში ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
აჭარის რეგიონში ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

აჭარის რეგიონში ეპიდვითარება გართულდა. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობამ დღეს 161-ს მიაღწია, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონის კლინიკებში 179, კოვიდსასტუმროებში 316, ონლაინრეჟიმში კი, 339 ინფიცირებული მკურნალობს.

ამასთან, ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, რეგიონში ბოლო 24 საათში 57 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 44 046-ს შეადგენს.

ამავდროულად, აჭარაში ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს. ჯამში აცრილია 35 789 ადამიანი, მათ შორის „ფაიზერით“ 3 714, „ასტრაზენეკათი“ 6 118, „სინოვაკით“ 12 317, „სინოფარმით“ კი – 13 640 პირი.