აჭარის რეგიონში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ამ დრომდე 389 სამედიცინო პერსონალი აიცრა
აჭარის რეგიონში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ამ დრომდე 389 სამედიცინო პერსონალი აიცრა

აჭარის რეგიონში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ამ დრომდე 389 სამედიცინო პერსონალი აიცრა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, დღეს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კიდევ 20 მედიკოსი აიცრება.

„ვაქცინაციის პროცესი არსად შეჩერებულა. ბათუმში დღეს კიდევ 20 მედიკოსი აიცრება, ქობულეთში კი პროცესი დასვენების დღეების შემდეგ განახლდება. რაც შეეხება აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებს, 18 მარტიდან ჩაერთო ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს სამედიცინო ცენტრები, თუმცა იმის გამო, რომ მიმართვიანობა არ არის, პროცესი შეჩერებულია“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

მისივე განცხადებით, ვაქცინაციას გართულებები არ მოჰყოლია, ერთ-ერთ პაციენტს მოლოდინის რეჟიმში დაუფიქსირდა მაღალი წნევა, სხვა სახის გართულებები კი არ ყოფილა.

აჭარაში ვაქცინის 3 980 დოზაა შეტანილი.