აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მერვე შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მერვე შემთხვევა დაფიქსირდა

აჭარის რეგიონში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მერვე შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთი სინჯიდან ბათუმის ლაბორატორიაში კორონავირუსის ტესტზე დადებითი ერთი აღმოჩნდა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ახალ პაციენტს კონტაქტი ჰქონდა იმ შვიდი ინფიცირებულიდან ერთ-ერთთან, რომლებიც ბათუმში გადიან მკურნალობას.

მინისტრმა არ დააკონკრეტა, რა სახის კავშირი იყო შემთხვევის საფუძველი, კონკრეტულად რომელ პაციენტთან გამოიკვეთა კონტაქტი და არის თუ არა ახალი ინფიცირებული კლინიკის თანამშრომელი, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ იგი არც ერთის ოჯახის წევრი არ არის.

ზაალ მიქელაძის განცხადებით, ცნობილია, ყველა სავარაუდო კონტაქტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსის 100 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ერთ-ერთი ინფიცირებული სამედიცინო სექტორის თანამშრომელია.