აჭარის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

11:15, 25.12.2020

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 97 აჭარის რეგიონში გამოვლინდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 290 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მათგან 47-მა პირმა კლინიკა უკვე დატოვა.

აჭარის რეგიონში კლინიკაში 568 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში – 601, ონლაინკლინიკაში – 1 761.

33 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

მსგავსი