აჭარის პოლიციის სამმართველოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრები, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ
აჭარის პოლიციის სამმართველოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრები, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრები, ასევე ორგანიზაცია „ალტერნატივას“ აქტივისტები აქციას მართავენ და ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაკავება პოლიტიკური მოტივით განხორციელდა და ეს არის შერჩევითი სამართალი.

აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

ირაკლი ფანგანი ბათუმში, ევროპის მოედანზე უმაღლესი საბჭოს დეპუტარ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დღეს დააკავეს. გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს.