აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - საკონტროლო გამშვები პუნქტები ისე მოეწყო, რომ ხელვაჩაურის გარკვეული სოფლები ბათუმთან ერთიან საკარანტინო სივრცეში მოექცა
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - საკონტროლო გამშვები პუნქტები ისე მოეწყო, რომ ხელვაჩაურის გარკვეული სოფლები ბათუმთან ერთიან საკარანტინო სივრცეში მოექცა

ბათუმში გამკაცრებული შეზღუდვები ძალაში შევიდა. საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედ სამ საკონტროლო გამშვებ-პუნქტსა და ოთხ საგუშაგოს ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაემატა. ასევე, გაძლიერდა პატრულირება როგორც მოქმედ საგუშაგოებზე, ასევე დამატებით სხვა გასასვლეელბზეც.

ბათუმის შესასვლელში პირველი საკონტროლო გამშვები პუნქტი ჩაქვის გვირაბთან მოეწყო. ადგილზე იმყოფებიან როგორც სამხედროები, ასევე საპატრულო ეკიპაჟები.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, საკონტროლო გამშვები პუნქტები ბათუმში მოეწყობა ისე, რომ ხელვაჩაურის გარკვეული სოფლები, რომლებიც ეკონომიკურად მჭიდროდ არის დაკავშირებული ქალაქ ბათუმთან, მოექცეს ერთიან საკარანტინო სივრცეში.

ბათუმში შეუზღუდავად შეძლებენ სარფისა და გონიოს, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ცენტრთან ახლო მდებარე სოფლების მოსახლეობა გადაადგილებას.

თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 10 დღის განმავლობაში აიკრძალა.