აჭარის ორი სასტუმროდან, სადაც საკარანტინო სივრცეები მოქმედებს, 138 პირი საცხოვრებელს დაუბრუნდა
აჭარის ორი სასტუმროდან, სადაც საკარანტინო სივრცეები მოქმედებს, 138 პირი საცხოვრებელს დაუბრუნდა

აჭარის ორი სასტუმროდან, სადაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო სივრცეები მოქმედებს, 138 პირი დაუბრუნდა საცხოვრებელს. ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს ინფორმაციით, ისინი 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ კარანტინში ევროპიდან დაბრუნების შემდეგ.

„კარანტინში მყოფნი უზრუნველყოფილი იყვნენ სამჯერადი კვებით, აუცილებელი ჰიგიენური ნივთებით, აგრეთვე 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობით და 24 საათი მათ უსაფრთხოებას გარე პერიმეტრზე შსს-ს თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ. ტრანსპორტირება საცხოვრებელ ადგილებზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით განხორციელდა.

სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.