აჭარის მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს
აჭარის მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს

აჭარის მუნიციპალიტეტებში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ფერმერულ მეურნეობებში ინტენსიურად გრძელდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხულოს მერთან ერთად გაეცნო.

„სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ხვნისა და თესვის სამუშაოები აგროვადების სრული დაცვით. დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს სამუშაოების განხორციელება, რაც საბოლოოდ აისახება მოსავლის ხარისხზე და რაოდენობაზე“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.