აჭარის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
აჭარის მუნიციპალიტეტებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, აჭარის მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო ღონისძიებები.

ქედაში მუნიციპალიტეტის ცენტრის პარალელურად დეზინფექცია უტარდება ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებს, თავშეყრის ადგილებს.

სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება მაღაზიების, აფთიაქების, საავადმყოფოების მიმდებარე ტერიტორიები.

ქედის მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები ერთი და იმავე ადგილს ყოველ მესამე დღეს უტარდება.