აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთიან აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მთიან აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოებს გაეცნო

მთიან აჭარაში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ქედაში მიმდინარე სასოფლო-სანეურნეო პროცესს და განახლებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ადგილზე გაეცნო.

მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, თითოეულ გლეხს, ფერმერს ეძლევა საშუალება ისარგებლოს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ხელშემწყობი პროგრამით. გარდა ამისა, აჭარის საგანგებო ბიუჯეტის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის ფერმერს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეეძლება.

აჭარის მთავრობის მეთაურმა ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც დაათვალიერა. დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები გრძელდება. პროექტების დასრულების შემდეგ დაბა ქედის მიმდებარე ტერიტორიები დაცული იქნება წყალმოვარდნისგან.

ქედაში განახლდა სოციალური სახლის მშენებლობაც. სოციალური სახლი სოფელ აგარაში მცხოვრები ეკომიგრანტებისთვის შენდება.