აჭარის მთავრობის სხდომაზე გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებასა და ახალ რეგულაციებზე იმსჯელეს
აჭარის მთავრობის სხდომაზე გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებასა და ახალ რეგულაციებზე იმსჯელეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებასა და ახალ რეგულაციებზე იმსჯელეს. აჭარაში საველე შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს.

სხდომაზე განიხილეს და იმსჯელეს ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვის პირობებში ეკონომიკის სტიმულირებისა და საინვესტიციო გარემოს ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელებაზე.

ახალი საინვესტიციო განკარგულების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების გადავადებას ოთხი თვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დელეგირება, განახორციელოს ცვლილებები არსებული განკარგულების ეფექტურად განხორციელების მიზნით.

სხდომაზე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიშიც განიხილეს. გასული წლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში 108 პროცენტით, ხოლო ხარჯვით ნაწილში 95,3 პროცენტით შესრულდა.