აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს

20:26, 08.11.2020

გადავდივართ პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე, – ეს განცხადება ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, მირდატ ქამადაძემ გააკეთა. მისი თქმით, თბილისთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ პროტესტი გაგრძელდეს.

აჭარის მთავრობის შენობის შესასვლელთან აქციის მონაწილეებმა კარავი გაშალეს.

„ჩვენ გავშლით კარვებს, გადავდივართ 24-სათიან პროტესტზე, არ ვემორჩილებით კომენდანტის საათს. პროტესტი გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე“, – ამბობს მირდატ ქამადაძე.

მსგავსი