აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა
აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

აჭარის მთავრობის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ჩაქვისა და ქობულეთის მცხოვრებთა ნაწილთან ერთად აჭარიდან ხეების დენდროლოგიურ პარკში გადატანას აპროტესტებენ.

“იცნობდეთ ხეგლეჯიებს” აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლთან ამ სახელწოდებით ბანერი დადგეს.

“ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ ხელისუფლება ყურადღებას არ მოგვაქცევს, აქციები მასშტაბურ პროტესტში გადაიზრდება”, – მიმართა შეკრებილებს ბათუმის საკრებულოს წევრმა მირდატ ქამადაძემ.

აქციას მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძე და სხვა პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.