აჭარის მთავრობის სახლთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება
აჭარის მთავრობის სახლთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება

ბათუმში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია იმართება.

აჭარის მთავრობის სახლის წინ, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები აქციებს მართავენ, ასევე ახალგაზრდები მივიდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ შეზღუდვების გაო სამუშაო დაკარგეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი პირველ რიგში 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გაუქმებას ითხოვენ.

„კომენდანტის საათი ყველაზე მეტად გვიშლის ხელს. დავემორჩილეთ რეგულაციებს, მაგრამ აღარ შეგვიძლია, დაგვიბრუნონ ჩვენი ჩვეულებრივი ცხოვრება და სამუშაოები. აქ ძირითადად სარესტორნო ბიზნესში ჩართული ადამიანები ვართ“, – ამბობს აქციის მონაწილე, მუსიკოსი გიორგი ლიპარტელიანი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და შეზღუდვების მოხსნამდე გაგრძელდება.

მათივე განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვას არ დაარღვევენ და ტერიტორიის დატოვებას დილამდე არ აპირებენ.