აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ოპოზიცია ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის ლოზუნგია „ყველა ერთის წინააღმდეგ“.

ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის სახლთან ცენტრალური პარკიდან მსვლელობით მივიდნენ.

შეკრებილები  აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციულ არჩევნებს მოითხოვენ. მათი თქმით,   აპროტესტებენ მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას, უმაღლესი საბჭოსთვის არჩევნების შერეული სისტემის დატოვების შესახებ.

„კანონპროექტი ინიცირებულია, იყო საყოველთაო განხილვა, საკომიტეტო მოსმენები. ახლა რიჟვაძეს უნდა, ისე გადააგდოს ხალხი, როგორც – ივანიშვილმა“ ,- ამბობს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, გია აბულაძე.

აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია.