აჭარის მთავრობის სახლთან ქობულეთის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა
აჭარის მთავრობის სახლთან ქობულეთის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა

აჭარის მთავრობის სახლთან ქობულეთის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები ნაგავსაყრელის ასაშენებლად სახელმწიფოსთვის გადაცემულ მიწებზე კომპენსაციის თანხის გაზრდას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კომპენსაციის ნაწილი მოსახლეობამ მიიღო, თუმცა დანაპირების მხოლოდ ნახევარი.

“კვადრატულ მეტრ მიწის ფართობში 4 ლარი და 60 თეთრი გადაგვიხადეს. დაგვპირდნენ, რომ თანხას დაგვიმატებდნენ და საერთო ჯამში 8-დან 10 ლარამდე გაზრდიდნენ, თუმცა მოგვატყუეს. თუ დანაპირებს არ შეასრულებენ, ვერც მშენებლობას დაიწყებენ”, – ამბობს პირველ არხთან აქციის მონაწილე მიხეილ ნოღაიდელი.

აქციის მონაწილეებს მთავრობის წარმომადგენელი შეხვდა. კახა შაშიკაძემ მოქალაქეებს ურჩია სასამართლოს მიმართონ.

მისი განცხადებით, მოსახლეობამ პრობლემა იმ კომპანიასთან უნდა გაარკვიოს, ვინც კომპენსაციები გასცა.