აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა
აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის უკანა შესასვლელთან გადანაცვლება სცადეს, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა, რასაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები მთავრობის შენობის შესასვლელიდან გაიყვანეს, თუმცა ისინი სხვა გზით ცდილობენ შენობის უკანა მხარესთან მიახლოებას.

„გვინდა შევხვდეთ რიჟვაძეს, თუ ასე გაგრძელდება და პოლიცია იქნება რიჟვაძის და ივანიშვილის დამცველი, იქნება უფრო დიდი პროტესტი“, – ამბობს კობა ხაბაზი.

ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კონსტანტინე ანანიაშვილი. მისი თქმით, აქციის მონაწილეებს მთავრობის სახლთან მცხოვრებლები დაუპირისპირდნენ.