აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმის ბულვარისა და სანაპიროს მეიჯარეებმა აქცია გამართეს
აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმის ბულვარისა და სანაპიროს მეიჯარეებმა აქცია გამართეს

აჭარის მთავრობის სახლთან ბათუმის ბულვარისა და სანაპიროს მოიჯარეებმა აქცია გამართეს. ისინი ტერიტორიების პირდაპირი წესით გადაცემას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მთავრობა აუქციონის ჩატარებას გეგმავს, რაც მათთვის მიუღებელია.

მეიჯარეები ამბობენ, რომ აუქციონის გამოცხადებისთვის მზად არ იყვნენ, ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ და შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ.

ისინი ითხოვენ აუქციონის გაუქმებას და ფიქრობენ, რომ კონკურენცია არაჯანსაღი იქნება. როგორც ბულვარის დირექტორმა განაცხადა, უახლოეს დღეებში მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ფორმით გადასცემენ მეიჯარეებს ქონებას.

სოფიო ლაზიშვილის თქმით, გამონაკლისი იყო მხოლოდ ორი წელი, პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, ობიექტები დროებით სარგებლობაში პირდაპირი წესით გადასცეს.