აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებს თორნიკე რიჟვაძე შეხვდა, რის შემდეგაც, შეკრებილები დაიშალნენ
აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებს თორნიკე რიჟვაძე შეხვდა, რის შემდეგაც, შეკრებილები დაიშალნენ

აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქცია დაიშალა. დაკავებულთა ახლობლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ თორნიკე რიჟვაძე მათ საქმის დეტალებში გარკვევას დაპირდა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი სამართალდამცველებსა და მთავრობას ვადას ხვალამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო აქციების განახლებას აპირებენ.

ორი დღის წინ დაკავებული ორი პირის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დღეს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით გამართეს. აქცია სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც აქციის ოთხი მონაწილე დააკავეს.