აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე, სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს

სავარაუდოდ, ორი პირი დააკავეს და რამდენიმე დააჯარიმეს ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

აქციას ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავენ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავება უკანონოდ მოხდა.

დაკავებული რეზო წულუკიძის მამის, დავით წულუკიძის განცხადებით, დღევანდელ აქციაზე დააკავეს მისი მეორე ვაჟიც და კიდევ ერთი პირი.

სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე და ბათუმის პოლიციის უფროსი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

დატოვე კომენტარი