აჭარის მთავრობის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა გადაიდო
აჭარის მთავრობის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა გადაიდო

აჭარის მთავრობის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვა 15 წლის მოზარდის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო გადაიდო.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე მწუხარება გამოთქვა.

„შემძრა 15 წლის ლუკას გარდაცვალებამ. მჯერა, რომ ამ მძიმე ფაქტთან დაკავშირებით ყველა კითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა სათანადო პასუხი და ყველა დამნაშავე დაისჯება. ვუსამძიმრებ ოჯახს, თანაკლასელებს და მთელ საზოგადოებას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.