აჭარის მთავრობა რეგიონის 650 სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებს
აჭარის მთავრობა რეგიონის 650 სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებს

აჭარის მთავრობა რეგიონის 650 სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებს.

ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისი გათვალისწინებით, ჩვენ გვესმის, რომ უამრავ სტუდენტს გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, 650-ზე მეტ მოსწავლეს, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახებიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, ქობულეთიდან, დავუფინანსოთ სწავლის გადასახადი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.