აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ 23 ოჯახს გაეწევა.

დახმარებისთვის გამოიყოფა 369 162 ლარი, რაც მოხმარდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენას, მშენებლობასა და რეაბილიტაციას.

„შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე განვიხილეთ სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაციას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ მთავრობის თავმჯდომარეს. დახმარებას 23-ვე ოჯახი მიიღებს“, – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება 2 360 652 ლარის სახით, სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 1 388 ოჯახს გაეწია.