აჭარის მთავრობა, „აგროჰაბთან“ და „წითელ ჯვართან“ ერთად, მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად აქციას იწყებს
აჭარის მთავრობა, „აგროჰაბთან“ და „წითელ ჯვართან“ ერთად, მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად აქციას იწყებს

აჭარის მთავრობა, „აგროჰაბთან“ და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან“ ერთად, მარტოხელა ხანდაზმულების დასახმარებლად ერთობლივ აქციას იწყებს.

აქციის ფარგლებში ნებისმიერ მოქალაქეს ექნება საშუალება, გამოხატოს სოლოდარობა მოხუცების მიმართ და „აგროჰაბში“ შეიძინოს სპეციალურად მათთვის შერჩეული პროდუქტები, რომელიც მოიცავს როგორც საკვებ, ასევე ჰიგიენურ საშუალებებს.

შეგროვილი პროდუქტები დაფასოვდება და „წითელი ჯვრის“ მიერ გადამზადებულ მოხალისეებთან ერთად, ბენეფიციარს გადაეცემა.