აჭარის მაღალმთიანეთში მეწყერების გამო ჩაკეტილი გზების უმრავლესობა გაიხსნა
აჭარის მაღალმთიანეთში მეწყერების გამო ჩაკეტილი გზების უმრავლესობა გაიხსნა

აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიური წვიმების შედეგად ჩამოწოლილი მეწყერების გამო ჩაკეტილი გზების უმრავლესობა გაიხსნა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს მუნიციპალიტეტში დიდაჭარა-საციხური-გელაურას საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

მეწყრული პროცესის მოცულობიდან გამომდინარე, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება ქედის მუნიციპალიტეტში მერისი-სიხალიძეების და შუახევის მუნიციპალიტეტი ცხემლისი-დარგულას, ჭვანა-ცივაძეები-ქარცივაძეების საავტომობილო გზებზე.

ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ შემოვლითი გზებით.

დატოვე კომენტარი