აჭარის მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა
აჭარის მაღალმთიან სოფლებში დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა

აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა მეტრს მიაღწია. დიდთოვლობამ შექმნა ცალკეული პრობლემები.

ხულოში სოფლების ნაწილი ამ დრომდე ჩაკეტილია და მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. პირველ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება. ამასთან, კურორტ გოდერიძიზე ასვლა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით არის შესაძლებელი.

ხულოში ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო, სოფლების უმრავლესობა შუქის გარეშეა დარჩენილი.

ანალოგიური ვითარებაა შუახევში, ქედაში კი, მეწყრული პროცესები განვითარდა.

ხულოში გზის გაწმენდის პროცესში 14 სპეციალური ტექნიკაა ჩართული, შუახევში – 11, ხოლო ქედაში – შვიდი ერთეული.

მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში შექმნილ სიტუაციას ადგილზე გაეცნო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი.