აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება
აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სასურსათო კალათების დარიგება გრძელდება

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში რისკჯგუფში შემავალ პირებზე სასურსათო კალათის გადაეცემა გრძელდება. ხულოში, ქედასა და შუახევში პროდუქტი დღეს რამდენიმე ათეულ ბენეფიციარს გადაეცა.

სასურსათო კალათა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს და სარეცელს მიჯაჭვულ მოქალაქეებს ურიგდება.

პროცესს კოორდინაციას აჭარის ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად უწევს, აქტიურად არიან ჩართული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მოხალისეები, მერის წარმომადგენლები, სოფლის თანაშემწეები.

სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარამდე გამოიყო. პროდუქტები 7000 ოჯახისთვის შეიძინეს, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა.