აჭარის კოვიდკლინიკებში 192 ინფიცირებული რჩება, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია
აჭარის კოვიდკლინიკებში 192 ინფიცირებული რჩება, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში დღეისთვის არსებული ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  გამოჯანმრთელდა 51 პაციენტი.

კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა.

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აჭარაში გამოჯანმრთელებულია 34 590 პაციენტი.

ამასთან, კრიტიკულია სამი პაციენტის მდგომარეობა, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის მკურნალობას გადის 192 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 100 ინფიცირებული რჩება, ონლაინ კლინიკაში კი – 270.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 669 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 637 პაციენტი.