აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა, თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების გამო, დროებით დაიკეტა
აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა, თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების გამო, დროებით დაიკეტა

აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა დროებით დაიკეტა. ამის მიზეზი ინფიცირებული თანამშრომელია.

სკოლის დირექტორის განცხადებით, დაავადებულს კორონავირუსი გუშინ გამოუვლინდა, ორი დღით ადრე კი ის სკოლაში თანამშრომლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. აღნიშნულის გამო, 10 თანამშრომელი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფება. ისინი ტესტების პასუხებს ელოდებიან.

„ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა გუშინ. რამდენიმე წუთით იყო ჩვენი თანამშრომელი მოსული. ჩვენ ვადგენთ სასწავლო გეგმებს და ჟურნალებს. ყველა იმ თანამშრომელმა, ვინც ვიყავით შემხებლობაში ამ ადამიანთან, გავიკეთეთ ტესტები და ახლა ვიმყოფებით შიდა იზოლაციაში 10 ადამიანი. თანამშრომლები ვართ ეს 10 ადამიანი. სხვას არავის ჰქონდა შემხებლობა ჩვენს სკოლასთან, არც მოზარდებს და არც მშობლებს. ჯერ ამ ტესტის პასუხს ველოდებით და შემდგომ იქნება განმეორებითი ტესტის საჭიროება. შენობის დეზინფექცია და მსგავსი ზომები გუშინვე განვახორციელეთ. მთლიანად სკოლის დეზინფექცია დაიგეგმება ამ დღეებში. ამ ეტაპზე დაკეტილია, არავინ მოძრაობს სკოლაში“, – განაცხადა სკოლის დირექტორმა ვახტანგ ბერიძემ.