აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში, კარანტინის ზონებში 1 500 მოქალაქე იმყოფება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში, კარანტინის ზონებში 1 500 მოქალაქე იმყოფება

აჭარაში ამ დროისთვის კარანტინში 1 500 მოქალაქე რჩება.  აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ აჭარაში საკარანტინო ზონები 3 300-ზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

ბოლო პერიოდში საკარანტინო სივრცეებში უცხოეთიდან, ძირითადად კი, თურქეთიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს ათავსებენ. რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა ძირითადად ქობულეთის კლასტერის ხარჯზე გაიზარდა და 250 პირს მიაღწია.

სულ, აჭარაში გამოკვლეული 2 500 ადამიანიდან კორონავირუსი დღემდე 65 პირს დაუდასტურდა. მათგან 13 გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა. კლინიკაში რჩება 35 ინფიცირებული.