აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავრისუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავრისუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ახალი კორონავრისუსით ინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ასევე, კლინიკაში დღეს საეჭვო სიმპტომებით კიდევ ერთი პირი მოათავსეს. მისი ანალიზის პასუხი საღამოს გახდება ცნობილი.

ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ორივე ადამიანი ევროპიდან დაბრუნების შემდეგ აეროპორტიდან პირდაპირ კარანტინში, შემდეგ კი, კლინიკაში მოათავსეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ სხვა მოქალაქეებთან შეხება არ ჰქონიათ.

აჭარაში საკარანტინო რეჟიმში 200-ზე მეტი ადამიანია, თვითიზოლაციაში კი, 100-ზე მეტი.

ბათუმში, კარანტინში მყოფ პირს ახალი კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.