აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 258 პაციენტი გამოჯანმრთელდა

12:47, 30.10.2020

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 258 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 7 733 პაციენტს შეადგენს.

უწყების ცნობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის რეანიმაციაში რჩება 47 პაციენტი, მათგან 13 პაციენტი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ​Რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ხუთი ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19 810.

მსგავსი